Terms & Privacy Policy

შეძენილი პროდუქციის მიწოდება ხდება მთელი საქართველოს მასშტაბით. მიტანის სერვისს უზრუნველყოფს კომპანია  Glovo & საქართველოს ფოსტა.

მიწოდების გადასახადი

            თბილისი – 5 ლარი

            რეგიონები – 6 ლარი

მიწოდების ვადები

მიწოდება ხდება პროდუქციის შეკვეთიდან 1-3 სამუშაო დღის განმავლობაში. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ საკურიერო მომსახურეობას ვერ მიიღებთ შაბათ-კვირასა და სადღესასწაულო დღეებში.

*კორონავირუსის არსებობის პირობებში პროდუქციის მიწოდების ხანგრძლივობა შეიძლება გაიზარდოს ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო.

დაბრუნების პოლიტიკა

ზომაში გადაცვლა

ზომაში გადაცვლა შეგიძლიათ პროდუქტის მიღებიდან 3 დღის განმავლობაში, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროდუქციას შენარჩუნებული აქვს პირვანდელი იერსახე, აქვს იარლიყი და არ არის გამოყენებული.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ზომაში გადაცვლისას საკურიერო მომსახურების საფასური შეადგენს 6 ლარს.

მოდელში გადაცვლა

სხვა მოდელში გადაცვლა შეგიძლიათ პროდუქტის მიღებიდან 3 დღის განმავლობაში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ

            პროდუქტს აღმოაჩნდა ვიზუალური დეფექტი;

            შეკვეთის მიტანა მოხდა შეცდომით.

            გადასაცვლელად საჭიროა, რომ პროდუქტს შენარჩუნებული ჰქონდეს პირვანდელი იერსახე, ჰქონდეს იარლიყი და არ იყოს გამოყენებული.

თანხის დაბრუნება

თანხის დაბრუნება ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ

            კომპანია ვერ უზრუნველყოფს პროდუქტის გადაცვლას (ზომაში / მოდელში) მაშინ, როცა მომხმარებელი სრულად აკმაყოფილებს გადაცვლისთვის საჭირო პირობებს.

მომხმარებელი ვალდებულია,  შეამოწმოს პროდუქცია ჩაბარებისას, კურიერის თანდასწრებით. ხარვეზის აღმოჩენის ან ნებისმიერი უკმაყოფილების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდით: +995 577 331238

კონფიდენციალურობა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა განსაზღვრავს, თუ რა სახის პერსონალურ ინფორმაციას მოიპოვებს squadwear.ge თქვენთვის მომსახურეობის გაწევის პერიოდში და როგორ იყენებს შემდეგში მას, ასევე გაწვდით ინფორმაციას თქვენი მონაცემების დაცვის მექანიზმებთან დაკავშირებით.

რა სახის ინფორმაციას ვაგროვებთ?

როდესაც თქვენ სტუმრობთ ჩვენს ვებ-გვერდს, რეგისტრირდებით, აკეთებთ შენაძენს ან გვიკავშირდებით, ჩვენ გთხოვთ გარკვეული სახის პერსონალური ინფორმაციის მოწოდებას: სახელი, ელ.ფოსტა, ტელეფონის ნომერი, მისამართი, ფინანსური ინფორმაცია.

როგორ ვიყენებთ შეგროვებულ ინფორმაციას?

პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ვაგროვებთ და ვამუშავებთ გამოიყენება:

            შეკვეთის მოსამზადებლად;

            შეკვეთის მიწოდების უზრუნველსაყოფად;

            ჩვენი სერვისის გასაუმჯობესებლად;

            თქვენს კითხვებსა თუ საჩივრებზე საპასუხოდ;

            კომპანია უფლებას იტოვებს, გამოიყენოს თქვენი ელ.ფოსტა მარკეტინგული მიზნებისთვის – სიახლეებისა და შეთავაზებების შესახებ ინფორმაციის მოსაწოდებლად.

პერსონალური მონაცემების დაცვა

ჩვენ განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ვეკიდებით უსაფრთხოების საკითხს და ვატარებთ არაერთ ზომას თქვენი პერსონალური ინფორმაციის დასაცავად.

გპირდებით, რომ

            არ გამოვიყენებთ თქვენს მონაცემებს არამართლზომიერად;

            ნებისმიერ დროს მოგაწვდით სრულ და ამომწურავ ინფორმაციას თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით.